CDD - ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მეთოდების გამოფენაზე
ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის მეთოდების გამოფენაზე ჩვენც მოგვეცა შესაძლებლობა, გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები გაგვეზიარებინა მოწვეული სტუმრებისთვის.
გვიხარია, რომ დიდი ინტერესი გამოიწვია CDD-ის ახალმა პროექტმა კენწერო-მ, რომელელიც სწორედ ახალგაზრდების მხარდამჭერი პლატფორმაა და მათთვის საინტერესო სფეროს შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და საჭირო უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
მადლობას ვუხდით ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის ორგანიზატორებს. აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,კომპეტენციები დასაქმებისათვის” ფარგლებში World Vision საქართველოს მიერ ,,მშვიდობისა და განვითარების აკადემიასთან" (APD) თანამშრომლობით. ღონისძიების პარტნიორია კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი (CENN).