საგანმანათლებლო პლატფორმა “კენწერო” ესეების კონკურსს “ახალგაზრდული ხედვა - ახალგაზრდული ხმა” იწყებს

საგანმანათლებლო პლატფორმა “კენწერო” ესეების კონკურსს “ახალგაზრდული ხედვა - ახალგაზრდული ხმა” იწყებს

თუ ხარ 14-18 ან 19-25 წლის ახალგაზრდა

გაინტერესებს საერთაშორისო ურთიერთობები და დემოკრატია

წერა არ გეზარება, თან გამოგდის და გინდა სხვებსაც წააკითხო რასაც წერ

Რაც მთავარია გინდა მოიგო პლანშეტური კომპიუტერი

კენწერო გაძლევს შესაძლებლობას, რომლის გამოყენებისთვისაც საჭიროა:

დარეგისტრირდე პორტალზე https://kentsero.ge/, გაიარო საერთაშორისო ურთიერთობებისა და დემოკრატიზაცია & კარგი მმართველობის სკოლები უფასოდ

Მოიპოვო ერთ-ერთი სკოლის სერტიფიკატი

დაწერო ნაშრომი (თემა, სტატია, ბლოგი, ჩანახატი) და გამოგვიგზავნო 20 თებერვლის 18:00 საათამდე ონლაინ ფორმის მეშვეობით: https://form.jotform.com/210223650056443

რაც მთავარია, შეიძლება პლანშეტთან ერთად ხელი ანაზღაურებად სტაჟირებასაც გამოკრა, შენს ნაშრომს კი ფართო საზოგადოება იხილავს

კონკურსი ხორციელდება კანადის საელჩოს მხარდაჭერით

პროექტის პარტნიორია სექტორი 3

P.S. გაითვალისწინეთ, რომ პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება!