ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დიპლომატიურ მისიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან გაიმართა შეხვედრა მიმდინარე საარჩევნო მოვლენებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით.

 ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დიპლომატიურ მისიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან გაიმართა შეხვედრა მიმდინარე საარჩევნო მოვლენებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით.

შეხვედრას, რომელზეც განიხილეს ის ოქმები, რომლებიც საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს CDD-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა ყვავაძეც ესწრებოდა.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ (CDD), არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ფარგლებში, ახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენის სისწორის მონიტორინგს.

ჩვენ შევისწავლეთ ცესკოს ვებ-გვერდზე (https://results.cec.gov.ge) განთავსებული შემაჯამებელი ოქმები და თანდართული დოკუმენტაცია, აგრეთვე ჩვენი დამკვირვებლების მიერ კანონიერად მიღებული ფოტოასლები.

შესწავლის შედეგად, ოქმში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და მონაცემების უზუსტობის მიზნით, კანონით დადგენილი წესით, მივმართეთ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რაც ეხება 200-მდე საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს. იმედს გამოვთქვათ შესაბამისი რეაგირება მოყვება ზემგდომი საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან ჩვენს საჩივრებს.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც სახეზეა ხარვეზები შემაჯამებელ ოქმებში, საარჩევნო ადმინისტრაციამ მოახდინოს ხმების გადათვლა, რათა უზრუნველყოფილი იქნას პროცესისადმი მაქსიმალური სანდოობა და გამჭვირვალობა.