CDD -ის აღმასრულებელი დირექტორი დაკვირვების შედეგებს არჩევნების დღის შემაჯამებელი ბრიფინგის ფორმატში წარმოგიდგენთ.

ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, მიუხედავად პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, 31 ოქტომბერის კენჭისყრის პროცესმა უმეტესად მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში ჩაიარა.
????ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ საკუთარი ნების დაფიქსირება, კენჭისყრის პროცესი იყო გამჭვირვალე და საუბნო საარჩევნო კომისიებმა, მიუხედავად პანდემიის მდგომარეობისა, ძირითადი პროცედურების დაცვით უზრუნველყვეს ხმის მიცემის პროცესის ორგანიზება.
????თუმცა აღსანიშნავია, ყურადღებას და რეაგირებას საჭიროებს რიგი საკითხები, რომელიც საარჩევნო გარემოზე უარყოფითად მოქმედებდა და საარჩევნო მანიპულირების შესაძლებლობას იძლეოდა.
????სამწუხაროა და კვლავ გამოიკვეთა მანკიერი პრაქტიკა და საარჩევნო სუბიექტის აქტივისტების, ეგრეთ წოდებული "კოორდინატორების", მობილიზების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლებიც "ჟურნალში" კონკრეტული საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერების აღრიცხვას აწარმოებდნენ. აღნიშნული ზრდიდა დაძაბულობას და რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დაპირისპირება საარჩევნო უბანის მიმდებარე ტერიტორიაზე.
????აღნიშნული ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა როგორც თბილისში აგრეთვე რეგიონებში. რასთან დაკავშირებითაც ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ საარჩევნო სუბიექტებს ეთიკური სტანდარტების დაცვისა და სიმშვიდისკენ. თუმცა რიგ შემთხვევაში მოხდა დაპირისპირების ესკალაცია რა დროსაც ადგილი ჰქონდა ძალადობის ინციდენტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს აწარმოებს გამოძიებას.
????იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია დაკვირვებას ახორციელებდა, ხმის მიცემა დასრულდა და საარჩევნო უბნები 20:00 საათზე ძირითადად პროცედურების დაცვით დაიხურა. ჩვენი დამკვირვებლები იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნებზე და დააკვირდნენ საარჩევნო ყუთების გახსნის, საარჩევნო ბიულეტენების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესს.
????დათვლის პროცესი მეტწილად მშვიდ გარემოში წარიმართა. უფლებამოსილ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეუფერხებლად დაკვირვებოდნენ პროცესს, რომელიც იყო გამჭვირვალე, თუმცა შეინიშნებოდა გარკვეული პრობლემების დათვლის პროცესის ორგანიზების კუთხით, რაც რიგ შემთხვევაში იწვევდა პროცესის გაჭიანურებას. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი პროცედურული ხასიათის დარღვევები:
????ყუთების გახსნამდე ამომრჩეველთა ხელმოწერებსა და გაცემულ საარჩევნო ბიულეტენებს შორის აშკარა შეუსაბამობის ფაქტები;
????კენჭისყრის პროცესის დასრულების შემგომ საარჩევნო ყუთის ჭრილი დალუქვის წესების დარღვევის შემთხვევები;
????დათვლის პროცესში უბანში მყოფი პირების დასწრება რეგისტრაციის გავლის გარეშე;
????დამკვირვებლებისა და სხვა უფლებამოსილი პირების შენობაში შეშვებაზე უარის ფაქტები;
????შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების, განსაკუთებით დამკვირვებლებისა და სუბიექტის წარმომადგენლების მიერ მთვლელის საქმიანობაში ჩარევის ფაქტები;
????საარჩევნო ბიულეტენების საფუძვლის გარეშე ბათილობის ფაქტები და მცდელობები;
????საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო დალუქვის ფაქტები;
შემაჯამებელი ოქმების შევსების წესის დარღვევის ფაქტები;
????შემაჯამებელი ოქმების ასლების გაუცემლობის ან გაცემის წესის დარღვევის მცდელობები.