მადლობა მხარდაჭერისთვის!

დემოკრატიზაციის პროცესი ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. არჩევნები კი დემოკრატიის ქვაკუთხედი, სადაც სამოქალაქო საზოგადოებასა და აქტიურ მოქალაქეობას მნიშვნელოვანი როლი აქვს. დაარსების დღიდან, საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესის ხელშეწყობა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

???? წელს პირველად ქართული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ისტორიაში CDD-მ არჩევნებზე დაკვირვებისთვის ინოვაციურ მიდგომას მიმართა და საჭირო რესურსებისთვის თანადაფინანსების მოპოვება Crowdfunding-ის საერთაშორისო პლატფორმის მეშვეობით შეძლო. ვამაყობთ და გვახარებს ჩვენს ინიციატივაში ჩვენი პარტნიორებისა და მხარდამჭერების მაღალი ჩართულობა და ინტერესი.

???? დიდი მადლობა დემოკრატიის, მედიისა და კულტურული გაცვლის ინსტიტუტს (IDEM), ცენტრალური ევროპის სავაჭრო პალატას, ასოციაციას „Semper Avanti”, შვედეთის Kungsbacka-ს მუნიციპალიტეტს და ყველა იმ 125 კონტრიბუტორს, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს კამპანიას საერთაშორისო პლატფორმა GoFundMe-ზე.

???? ჩვენი კამპანია ისევ გრძელდება და ვთხოვთ ყველას, ინდივიდსა თუ ორგანიზაციას, ვისაც სჯერა ჩვენი საქმიანობის და დგანან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის სადარაჯოზე, დაგვიდგნენ გვერდში ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში.

???? ერთად და ერთობით, გვჯერა, რომ შეიძლება გვქონდეს უფრო ჩართული საზოგადოება, უფრო აქტიური მოქალაქეები, უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში.

???? მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის.