CDD აცხადებს დამკვირვებლების მიღებას საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბერს არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც განახორციელებენ კენჭისყრის დღის დაკვირვებას სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებზე.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) აცხადებს დამკვირვებლების მიღებას საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბერს არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის მისაღებად, რომლებიც განახორციელებენ კენჭისყრის დღის დაკვირვებას სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებზე.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) დამკვირვებელი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო და აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ 39-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.

დამკვირვებლის სამუშაო დღე იქნება უშუალოდ არჩევნების დღე - 2020 წლის 31 ოქტომბერი.

სარეგისტრაციო ფორმა და ინფორმაცია დამკვირვებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:https://bit.ly/3ldeWsD

შერჩეული დამკვირვებლები გაივლიან სპეციალურ დისტანციურ ერთდღიან სწავლებას.
თუ გაქვთ სურვილი შეუერთდეთ გამოცდილ გუნდს და მონაწილეობა მიიღოთ CDD-ის სადამკვირვებლო მისიაში, გთხოვთ 15 ოქტომბრამდე შეავსოთ აღნიშნული ფორმა.