29-11-2019. სტრატეგიული კომუნიკაციების კვირეულის ფარგლებში, მასწავლებლებისა და სასულიერო პირებისთვის ტრენინგ-სემინარი ჩატარდა

სტრატეგიული კომუნიკაციების კვირეულის ფარგლებში, მასწავლებლებისა და სასულიერო პირებისთვის ტრენინგ-სემინარი ჩატარდა.

ღონისძიებას განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით საქართველოს რეგიონების სკოლების მასწავლებლები და საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ასევე სასულიერო პირები დაესწრნენ.

დეზინფორმაციასთან გამკლავების საუკეთესო მიდგომებისა და ცრუ ინფორმაციების გარჩევის საკითხებზე შეხვედრა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტებმა ჩაატარეს.

სტრატეგიული კომუნიკაციების კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი და პარტნიორი CDD იყო.

CDD-სთან ერთად კვირეულის ორგანიზატორები იყვნენ: ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური, ევროკავშირის დელეგაცია და სექტორი 3. ღონისძიებების მხარდამჭერები ასევე იყვნენ: საქართველოს მთავრობა, ფონდი პროდემოსი, პარლამენტი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.