განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) საერთაშორისო კონფერენციის „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ მხარდამჭერი იყო.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) საერთაშორისო კონფერენციის „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ მხარდამჭერი იყო. 


კონფერენციას თბილისმა 21-22 ნოემბერს პირველად უმასპინძლა და მისი მიზანი იყო ევროკავშირსა და მის სამეზობლოში დეზინფორმაციის საფრთხეების გაანალიზება და კოორდინირებული ქმედებების ხელშეწყობა.

საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად კონფერენციის მუშაობაში CDD-ს აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ჩაჩავაც ჩაერთო, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოებისთვის სპეციალურად გამოყოფილ პანელზე დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერების კუთხით CDD-ს საქმიანობასა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.

ღონისძიება სტრატეგიული კომუნიკაციების კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე 18-22 ნოემბერს მიმდინარეობდა.

CDD-სთან ერთად კონფერენციის პარტნიორები და მხარდამჭერები იყვნენ: ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური, ევროკავშირის დელეგაცია, სექტორი 3, ფონდი პროდემოსი, საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი.