ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს პარტნიორობის 30 წელი

დღეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილე შესრულდა.
აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 24 მარტს დამყარდა, როდესაც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსმა გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გააკეთა პრესისათვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთ უმთავრეს როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების საქმეში, დემოკრატიის გაძლიერების, თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ასევე, კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების გამყარების მიმართულებით.
ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი.
გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს, აგრეთვე თითოეულ ამერიკელს, გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის.