სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციასთან

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის CDD-ს აღამსრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა და გამგეობის თავმჯდომარე მიხეილ მირზიაშვილი, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრა, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა, შეეხებოდა სამოქალაქო საზოგადოების ხედვას - „10 ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე" და იმ ქმედებებს, რომლის განხორციელებაც აუცილებელია ევროკავშირში გაწევრების პროცესში.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები და არსებული გამოწვევები.