CDD-ის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა (OSCE/ODIHR) ფარგლებში სერბეთში არჩევნებს დააკვირდა
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა, ეუთო-ს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის (OSCE/ODIHR) ფარგლებში, 2022 წლის 3 აპრილს სერბეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება.
ქეთევან ჩაჩავა, ეუთოს მოკლევადიანი დამკვირვებლის (STO) სტატუსით, საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესს დაესწრება.