სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები უკრაინა - პოლონეთის საზღვარზე სიტუაციას სწავლობენ და უკრაინიდან დევნილ ბავშვებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები უკრაინა - პოლონეთის საზღვარზე სიტუაციას სწავლობენ და უკრაინიდან დევნილ ბავშვებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ.


 "ჩვენი სოლიდარობა და სრული მხარდაჭერა უკრაინას და მის გმირ ხალხს. ამ ურთულეს პერიოდში მნიშვნელოვანია მათ გვერდით ვიყოთ და ვაჩვენოთ, რომ ისინი მარტო არ არიან და თავისუფალი სამყარო ყველაფერს აკეთებს მათ მხარდასაჭერად. ჩვენი აქ ყოფნა სიმბოლურია, გვინდა მკაფიოდ იყოს გამოხატული ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების მტკიცე და ურყევი თანადგომა და მხარდაჭერა. ჩვენ, აქ ვართ, უკრაინა - პოლონეთის საზღვარზე და ვდგავართ უკრაინის გვერდით", - განაცხადა „განვითარების და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ პოლონეთ- უკრაინის „მედიკას“ საზღვრიდან.


„განვითარების და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD), ფონდი „პროდემოსის“, სამოქალაქო მოძრაობა "შემოქმედის" და სექტორი 3-ის წარმომადგენლები რამდენიმე დღის მანძილზე უკრაინელ დევნილებს მოხალისეობრივად დაეხმარებიან და ჰუმანიტარულ დახმარებას დაარიგებენ.