CDD-ს აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ჩაჩავას კომენატრი, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებ
CDD-ს აღმასრულებელი დირექტორის კომენატრი, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებ:
"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი, ძალიან მნიშვნელოვანი მორიგი ნაბიჯია ევროინტეგრაციის პროცესში და უმნიშვნელოვანესია უზრუნველყოფილი იქნას მისი ღიაობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა. ამ მოცულობითი სამუშაოს შესასრულებლად საკმაოდ მოკლე დროა, ამიტომ სრული მობილიზაცია და ყველა რესურსის გამოყენება აუცილებელია.
ვფიქრობ, აღნიშნული კითხვარის შევსების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია. სამოქალაქო საზოგადოებას გააჩნია ღირებული გამოცდილება და ექსპერტიზა, რაც აუცილებელია პროცესის წარმატებისთვის. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პრიორიტეტია და სწორედ ერთობლივი ძალისხმევით და ინტერსექტორული პარტნიორობით იქნება შესაძლებელი. ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის ფონზე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის ის საკითხი რასაც ჩვენი საზოგადოების სრული კონსოლიდაცია შეუძლია და ეს ისტორიული შანსი აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული."