განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა, დღეს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრეი კასიანოვს შეხვდა.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა, დღეს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრეი კასიანოვს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჰუმანიტარული დახმარების მიზნით CDD-ს, სექტორი 3-ს, შენმოქმედისა და ფონდი პროდემოსის წარმომადგენლების ვიზიტს უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, საქართველოში მყოფი უკრაინელების საჭიროებებსა და გამოწვევებს, ისევე როგორც სამომავლო თანამშრომლობის შესაძლო გზებს.
შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და გამოთქვეს მზაობა კვლავაც გააგრძელონ უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერა მათი საჭიროებებიდან გამომდინარე. ანდრეი კასიანოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უკრაინის მხარდასაჭერად მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებებისთვის.