სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციასთან
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის CDD-ის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა და გამგეობის თავმჯდომარე მიხეილ მირზიაშვილი, საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს, პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა, შეეხებოდა სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემუშავებულ გეგმას - „10 ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე".