საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების მორიგი საყოველთაო-სახალხო განხილვა მცხეთა

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების მორიგი საყოველთაო-სახალხო განხილვა მცხეთაში გაიმართა.
CDD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ ადგილობრივ მოსახლეობას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობაზე, მის უპირატესობებსა და წარმოდგენილი კანონპროექტების თავისებურებებზე მიაწოდა ინფორმაცია.
CDD, როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია და საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, აქტიურადაა ჩართული ქვეყნის მასშტაბით 13-30 სექტემბრის პერიოდში დაგეგმილ საჯარო განხილვებში.
საყოველთაო-სახალხო განხილვებში ასევე მონაწილეობენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, კონსტიტუციონალისტები და ექსპერტები მონაწილეობენ.