„ქალთა, ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება საქართველოში - შესაძლებლობები და გამოწვევები“.

გენდერული თანასწორობის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერების მიზნით 28 ივლისს, გაიმართა მრგვალი მაგიდა „ქალთა, ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება საქართველოში - შესაძლებლობები და გამოწვევები“.
მრგვალი მაგიდის დისკუსიის მიზანი იყო, საქართველოში ქალთა როლის განხილვა პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე ქალთა ჩართულობის გაძლიერების შესაძლებლობები, გამოწვევები და მათ წინაშე არსებული დაბრკოლებები.
ღონისძიებას დაესწრნენ პოლიტიკოსი ქალები, სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტთა წრეების, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამეწარმეო/ბიზნეს სფეროდან ქალები.
მრგვალი მაგიდა გაიმართა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) ორგანიზებით, Women/Business /Angels Association - თან პარტნიორობითა და ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.