საერთაშორისო კამპანიას "What's Next / რა არის შემდეგი”

29 ივნისს, თბილისში, ახალგაზრდა ლიდერების ჩართულობით, გაიმართა ღონისძიება გლობალური კამპანიის „რა არის შემდეგი?“ ფარგლებში. საერთაშორისო კამპანიას "What's Next / რა არის შემდეგი”? მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს მსოფლიო მოძრაობა დემოკრატიისთვის.


კამპანიის მიზანია, სხვადასხვა ქვეყანაში, ახალგაზრდა ლიდერებთან ერთად განხილვა რა მომავალი აქვს დემოკრატიას და ამავდროულად ახალგაზრდების გაძლიერებისა და ჩართულობის ხელშეწყობა, რათა მოხდეს ერთიანი სტრატეგიების შემუშავება დემოკრატიული მოძრაობის გაძლიერებისათვის. აღნიშნული კამპანიის ნაწილია საქართველოც.


ღონისძიება გახსნა CDD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ, რომელიც ამავდროულად მსოფიო მოძრაობა დემოკრატიისთვის მმართველი კომიტეტის წევრიც გახლავთ.


ღონისძიებაზე გამართული დისკუსიის ფარგლებში მოხდა მსჯელობა ახალგაზრდების თვალით დანახულ დემოკრატიის მდგომარეობაზე, გამოწვევებსა და გაძლიერების გზებზე