განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თანამშრომლობა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან გრძელდება

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) თანამშრომლობა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან გრძელდება. 2023 წელს, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პოლიტიკური მენეჯმენტის Global Perspective Residency პროგრამა საქართველოს დაეთმობა. პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტები გაეცნობიან საქართველოს და ეწვევიან ჩვენს ქვეყანას შემსწავლელი ვიზიტით.
აღსანიშნავია, რომ სწორედ CDD-ს, ფონდი პროდემოსის, სექტორი 3-ისა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში, 2020 წელს პირველად საქართველოში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარების ციფრული ვიზიტი განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსიები ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებისა და მაღალი რანგის საჯარო და სამოქალაქო სფეროს წარმომადგენელი ქართველი სპიკერებისა და ექსპერტების მონაწილეობით სხვადასხვა თემატიკაზე.
"მოხარულები ვართ რომ, ჩემი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, შევძელით გაგვეგრძელებინა ჩვენი პარტნიორობა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან და მომავალ წელს, შევძლებთ ვუმანსპიძლოთ საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას. საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, საექსპერტო წრეებთან და მომავალ ლიდერებთან აქტიური თანამშრომლობა აუცილებელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გამყარების და გაძლიერებისთვის”. განაცხადა CDD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ ვაშინგტონიდან.