საქართველოში USAID/Georgia-ის მისიის ახალი დირექტორი ჯონ პენელი და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ლეა კაპლანი CDD ოფისს ეწვივნენ
საქართველოში USAID/Georgia-ის მისიის ახალი დირექტორი ჯონ პენელი და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ლეა კაპლანი განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ოფისს ეწვიენ და ორგანიზაციის საქმიანობას გაეცნენ. CDD-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ და გამგეობის თავმჯდომარემ მიხეილ მირზიაშვილმა სტუმრებს ორგანიზაციის მიმდინარე პროგრამები, პროექტები, მომავალი გეგმები და ინიციატივები გააცნეს.