CDD-ს წარმომადგენელმა პაატა ყვავაძემ მონაწილეობა მიიღო ტრენინგში თემაზე „არჩევნებზე დაკვირვება და ანგარიშგება

CDD-ს წარმომადგენელმა პაატა ყვავაძემ მონაწილეობა მიიღო ტრენინგში თემაზე „არჩევნებზე დაკვირვება და ანგარიშგება“, რომლის მიზანი იყო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის არჩევნებზე დაკვირვების ხარისხის გაუმჯობესება და საზოგადოების ნდობის გაძლიერება დაკვირვების პროცესის მიმართ.
ტრენინგი, 2022 წლის 12-13 დეკემბერს, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელშეწყობით, პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმების და სწავლების ცენტრთან“ თანამშრომლობით ჩატარდა.