2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი.
2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი.
დოკუმენტზე ხელისმოწერით მხარეები თანხმდებიან, რომ 29 აპრილს შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე იხელმძღვანელებენ საქართველოს კანონმდებლობით, არჩევნების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებითა და ხელს შეუწყობენ არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას ყველა საერთაშორისო სტანდარტისა და პრინციპის დაცვით.
კოდექსზე ხელმოწერის შემდეგ ,,განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავამ განაცხადა:
,,არჩევნები ძალიან კომპლექსური საკითხია და ის, მართლაც ყველას საქმეა. კანონი ხშირ შემთხვევაში ყველაფერს ვერ არეგულირებს და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საერთო წესებზე შეთანხმება. მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმის და თანამშრომლობის კომპონენტის კიდევ უფრო გაძლიერება აუცილებელია იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ.