CDD - ის სადამკვირვებლო მისია 2023
დღეს, საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნების მიმდინარეობას: საარჩევნო უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) მობილური ჯგუფების მეშვეობით აკვირდება.
CDD-ის სადამკვირვებლო მისია, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას, აკვირდება N70 ფოთის , N66 ხობისა და N64 სენაკის საარჩევნო ოლქებში შემავალ უბნებზე, ვინაიდან ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის მიერ, საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტებთან დაკავშირებით 2022 წლის 2 დეკემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ მოსაზრებებში აღნიშნულია, რომ „ახალი ტექნოლოგიის მკაცრი ტესტირება მომავალი არჩევნების წინ ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მიზანშეწონილია ცესკოს მიერ საპილოტე პროექტების შემდგომი შესწავლა, რაც იქნება არჩევნებთან დაკავშირებული ტექნოლოგიების სამომავლოდ უფრო ფართოდ გამოყენებისათვის ეფექტური დაგეგმვისა და განხორციელების მთავარი ინსტრუმენტი. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული საშუალებების პირველად გამოყენება იყოს სათანადოდ დაგეგმილი და წინასწარ მომზადებული, განხორციელდეს ამომრჩეველთა ეფექტური განათლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგი და სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის გასაძლიერებლად მიღებულ იქნას ყველა ზომა“.
არჩევნების მონიტორინგის 11 წლიანი გამოცდილების პირობებში, აღნიშნული მისია რიგით 22-ეა CDD-სთვის.