ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) დააკვირდა 2023 წლის 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების მიმდინარეობას N70 ფოთის, N66 ხობისა და N64 სენაკის საარჩევნო ოლქებში შემავალ იმ უბნებზე, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიები გამოიყენებოდა.
დაკვირვების პროცესში ყურადღება ექცეოდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტიანობას და ეფექტურობას, საარჩევნო უბნებისა და კომისიების მზაობას, ამომრჩეველთა ინფორმირებასა და ქცევას, პროცედურების განხორციელების სიზუსტესა და თანმიმდევრობას, არჩევნების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების დაცვას.
სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მომზადდა დოკუმენტი, რომელშიც გაანალიზებულია კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების ასპექტები, ასევე წარმოდგენილია ძირითადი მიგნებები და არსებული გამოწვევები, რომელიც ჩვენი აზრით თან ახლდა ტექნოლოგიების გამოყენებას.
დოკუმენტში წარმოდგენილი რეკომენდაციების შემუშავებას საფუძვლად დაედო, როგორც უშუალო დაკვირვების შედეგები, ასევე სამაგიდე კვლევა, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული უცხო ქვეყნების გამოცდილება და საერთაშორისო პრაქტიკა.
დოკუმენტი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://cdd.ge/…/fil…/2023-07/1689446185_-misia-2023-geo.pdf