განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) სადამკვირვებლო მისია აკვირდება გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნების მიმდინარეობას
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) სადამკვირვებლო მისია აკვირდება გორისა და კასპის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნების მიმდინარეობას. მისია, მობილური ჯგუფების მეშვეობით, მონიტორინგს უწევს საარჩევნო უბნის გახსნის, კენჭისყრის უბნის დახურვისა და შედეგების შეჯამების პროცესებს იმ უბნებში, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პირობებში, შუალედურ არჩევნებზე დაკვირვებისას CDD-ის სადამკვირვებლო მისია ყურადღებას ამახვილებს საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირებისა და CDD-ის მიერ გასული არჩევნების დაკვირვების შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების პროცესზე.
ჩვენი სადამკვირვებლო მისიის პრინციპებია: კანონის პატივისცემის დემონსტრირება, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, სიზუსტე, გამჭვირვალობა და პროფესიონალიზმი.
CDD-ის ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები ელექტრონული
ტექნოლიგიების გამოყენების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: