განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში “არჩევნები და ელექტრონული ტექნოლოგიები საქართველოში” (დაკვირვების შედეგები და კარგი პრაქტიკა)
CDD წარმოგიდგენთ მორიგ ანალიტიკურ დოკუმენტს “არჩევნები და ელექტრონული ტექნოლოგიები - დაკვირვების შედეგები და კარგი პრაქტიკა”, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია საქართველოში საარჩევნო პროცესში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, გაანალიზებულია კენჭისყრის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების ასპექტები, წარმოდგენილია ძირითადი მიგნებები და არსებული გამოწვევები, რომელიც ჩვენი აზრით თან ახლავს ტექნოლოგიების გამოყენებას.
იმედს ვიტოვებთ, რომ წინამდებარე მიგნებები და რეკომენდაციები დაეხმარება საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს გაანალიზონ მიღწეული შედეგები და უმოკლეს დროში აღმოფხვრან არსებული ხარვეზები, რაც, ჩვენი აზრით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებისა და პრინციპების დაცვით ჩატარებას, რომელიც პირველად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით და ელექტრონული ტექნოლოგიების მასშტაბური გამოყენებით უნდა ჩატარდეს.
დოკუმენტი ხელმისაწვდომია ბმულზე: