შემოგვიერთდი

  

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრს" შეიძლება ჰყავდეს სრული, ასოცირებული და საპატიო წევრები.

 

ორგანიზაციის წევრი, სხვადასხვა სტატუსით (სრული, ასოცირებული, საპატიო წევრი) შეიძლება გახდეს მისი საქმიანობით დაინტერესებული, როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ქვეყნების ნებისმიერი მოქალაქე, ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის მიზნებს და სურს მის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება, მათ მხოლოდ ორგანიზაციის ასოცირებული წევრის სტატუსი მიენიჭებათ;

ორგანიზაციის წევრობის მსურველი დადგენილი ფორმის წერილობითი განცხადებით მიმართავს ორგანიზაციის გამგეობას. გამგეობა წევრად მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან არაუგვიანეს 6 თვისა. გაწევრიანების საკითხის გადაწყვეტამდე წევრობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციის სამი სრული წევრის წერილობითი რეკომენდაცია.


პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ორგანიზაციის საქმიანობას, ორგანიზაციის გამგეობის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ორგანიზაციის საპატიო წევრად. საპატიო წევრზე არ ვრცელდება ორგანიზაციის წევრისათვის ამ წესდებით დადგენილი უფლება-მოვალეობანი.

დაინტერესებისა და ორგანიზაციის ღონისძიებების ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია პირი ჩაერთოს ორგანიზაციის მოხალისეთა ქსელის მუშაობაში, ამისათვის საჭიროა დაკავშრება მოხდეს ორგანიზაციის სამდივნოთან.