CDD საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის მორიგი არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად განვითარებისა და დამოკრატიის ცენტრი (CDD) დაარეგისტრირა, რომელიც საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას განახორციელებს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში.

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდებიან წინასაარჩევნო პერიოდს, კენჭისყრის დღის პროცესს (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი, უბნის დახურვა და შედეგების შეჯამება) და არჩევნების შემდგომ პერიოდს. მისია ასევე დააკვირდება გამონაკლის შემთხვევაში საარჩევნო უბნების შექმნის პროცესს და შექმნილ უბნებზე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობას.

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის შედეგების შესახებ. ორგანიზაციის სათაო ოფისში იფუნქციონირებს ცხელი ხაზი (790 333 111), სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს/ორგანიზაციას შეუძლია მოგვაწოდოს ინფორმაცია წინასაარჩევნო დარღვევების ფაქტების, ამომრჩევლის მოსყიდვისა თუ საარჩევნო მიზნებისთვის ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევების, საარჩევნო კანონმდებლობისა და მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დარღვევების შესახებ.

 

4-07-2016