პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარება საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD) დაასრულა პროექტის "პოლიტიკური პარტიების რესურსების გაძლიერება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში" განხორციელება.

 

პროექტის მიზანი: "პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2016 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის"

 

განხორციელების არეალი: შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (8 საარჩევნო ოლქი)

 

სამიზნე ჯგუფი: პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები/აქტივისტები შესაბამის რეგიონში.

 

პროექტის ხანგრძლივობა: 3 თვე (1 ივნისი - 1 სექტემბერი)

 

სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 15 პოლიტიკური გაერთიანების (მათ შორის 10 კვალიფიციური და 5 არაკვალიფიციური) 176-მა რეგიონულმა წარმომადგენელმა და აქტივისტმა, რომელთაგან 104 (59%) იყო ქალი, ხოლო 72 (41%) მამაკაცი.

 

პროექტში მონაწილე პოლიტიკური პარტიები: მპგ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო"; მპგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; მპგ "ეროვნული ფორუმი"; მპგ "თავისუფალი დემოკრატები"; მპგ "თავისუფალი საქართველო"; მპგ "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს"; მპგ "საქართველოს კონსერვატიული პარტია"; მპგ "საქართველოს ლეიბორისტული პარტია"; მპგ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"; მპგ "საქართველოს რესპუბლიკური პარტია"; მპგ "ახალი მემარჯვენეები"; მპგ "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა"; მპგ "ეროვნულ დემოკრატიული პარტია"; მპგ "ევროპელი დემოკრატები"; მპგ "ქართული დასი".

 

ტრენინგები განხორციელდა 20 ივლისი - 27 აგვისტოს პერიოდში, გუდაურში მდებარე სასტუმროში "ალპინა". პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა ჯგუფები ძირითადად დაკომპლექტებულ იქნა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალი საარჩევნო ოლქების მიხედვით, კერძოდ:

 

 

ტრენინგები თითოეული მონაწილე ჯგუფისათვის, მიმდინარეობდა 4 დღის განმავლობაში. ტრენინგები წარიმართებოდა მაღალი კვალიფიკაციის მქონე, სასწავლო კურსი „BRIDGE“-ის პროგრამის (დემოკრატიის, მმართველობის და არჩევნების სფეროში რესურსების განვითარების პროგრამა) აკრედიტებული ტრენერ-ექსპეტების მიერ, რომელთაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ტრენინგების ორგანიზებისა და ჩატარების, არჩევნების სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელობისა და პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობის კუთხით. 

 

ტრენინგის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საკითხების მიმოხილვისა და უკეთ შესწავლისათვის, ტარდება ჯგუფური და სიტუაციური სავარჯიშოები. ხოლო საკითხებს შორის შუალედში წამახალისებელი გასართობ-შემეცნებითი თამაშობები (ენერჯაიზერი). ტრენინგების დასასრულს წარმოებდა მონაწილეთა ინტერაქტიული გამოკითხვა და სერტიფიკატებით დაჯილდოვება. ტრენინგის თითოეულ მონაწილეს გადაეცა პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელო "არჩევნების და პოლიტიკა" და სხვა ყველა საჭირო საინფორმაციო მასალა. 

 

სასწავლო პროგრამის განხორციელების საწყის ეტაპზე, ექსპერტ-კონსულტანტის სტატუსით, იმყოფებოდა BRIDGE-ის ექსპერტ ფასილიტატორი და CDD-ს გამგეობის წევრი ნათია ქაშაკაშვილი, რომელიც კონსულტაციას უწევდა ტრენერებს სემინარის ეფექტიანობის გაზრდისა და მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად. ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში (მოკლე ვადით) სტუმრის სტატუსით აგრეთვე იმყოფებოდა ცესკო-ს წევრი ზურაბ ხრიკაძე.

 

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა შეისწავლეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

 

 * არჩევნებში ჩართული მხარეები, მათი უფლებამოსილება და საარჩევნო ეთიკა;

 * გუნდური მუშაობა, დროის მენეჯმენტი და ანგარიშვალდებულება;

 * კონფლიქტების მართვა, საარჩევნო დავები, სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა;

 * წინასაარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსები.

 

პროექტის განხორციელების პროცესში დამატებით უზრუნველყოფილ იქნა სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ჩართულობა შემდეგი მოდულების სწავლების კუთხით:

 

 * საარჩევნო ციკლი და საკანონმდებლო სიახლეები;

 * საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობა;

 * კენჭისყრის დღის პროცედურები.

 

პროექტი "პოლიტიკური პარტიების რესურსების გაძლიერება შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში" განხორციელდა განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით.

 

 

1-09-2016