სემინარი "საქართველო და ნატო" დასრულდა

სემინარი "საქართველო და ნატო" სასულიერო პირებისთვის დასრულდა. დასკვნით სესიაზე მონაწილეებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ მიმართა. შეხვედრაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და ამ პროცესში ეკლესიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. 

 

სემინარი "საქართველო და ნატო" ბორჯომში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები, ნატოს ისტორია, ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და არსებული მექანიზმები, ასევე, ნატო-საქართველოს ერთობლივი პროგრამები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. სემინარში  40-მდე სასულიერო პირი მონაწილეობდა. 

 

სემინარი "საქართველო და ნატო" ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტიორობითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.

7-12-2016