საჯარო ლექცია უვიზო მიმოსვლის შესახებ

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე მიხეილ მირზიაშვილმა პროექტ „მეტი ინფორმაციისთვის“ ფარგლებში საჯარო ლექცია გამართა. შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, მისი მნიშვნელობა და სარგებლობის წესები იყო.
 
ლექციას არასამთავრობო ორგანიზაცია „პროაქტივ ჯგუფი ჯორჯიას“ საგანმანათლებლო პროექტების მონაწილეები და ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა.

15-03-2017