ნიდერლანდების სამეფოს ელჩის ვიზიტი მარტვილში

 CDD-ს წარმომადგენლები საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩ, იოჰანეს დაუმასთან ერთად განაგრძობენ შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ ჯერად ისინი მარტვილს ეწვივნენ, სადაც, სალხინოს მონასტრის მარანი და დადიანების სასახლე მოინახულეს. სტუმრებს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში იოჰანეს დაუმამ სოფელ ინჩხურის წმ. ამბროსი აღმსარებლის - სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრიც დაათვალიერა.

შეხვედრების ციკლი პროექტ “ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება: მომავალი საქართველოსთვის” ფარგლებში განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ორგანიზებით ხორციელდება. პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.

28-03-2017