მეგობრობის ფორუმი

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა (CDD) „მეგობრობის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა, CDD-ს გუნდმა მოსული სტუმრებისთვის უამრავი შემეცნებით და გასართობი აქტივობა მოაწყო.„მეგობრობის ფორუმი“ ამერიკისა და საქართველოს დიპლომატიური თანამშრომლობის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. „მეგობრობის ფორუმი“ ერთ-ერთია იმ ღონისძიებებს შორის, რომელიც გაიმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად. ღონისძიებათა ციკლი დასრულდება 29 აპრილს ოსკაროსანი კომპოზიტორის, ჯონ ვილიამსის მუსიკის კონცეტრით.

23-04-2017