ტრენინგი პროექტის ციკლის შესახებ

„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტის ციკლის შესახებ ტრენინგში, რომელიც გაიმართა 16 – 19 ივლისს, „ევროპის სახლში“. ტრენინგი განხორციედა ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის - ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ფარგლებში.

 

COBERM–ის მიზანია კონფლიქტურ მხარეებს შორის და კონფლიქტური თემების შიგნით ნდობის აღდგენისკენ მიმართული სწრაფად განხორციელებადი და კონკრეტული ინიციატივების მხარდაჭერა. ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმის (COBERM) ზოგად მიზანს კონფლიქტების მშვიდობიანი ტრანსფორმაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

19-07-2013