საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ 2013 წლის 21 ივნისს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დასაფინანსებულ 6 საგრანტო პროექტს შორის „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ პროექტი „ძლიერი სადამკვირვებლო ორგანიზაციები – საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის“ იქნდა დაფინანსებული.
პროექტის „ძლიერი სადამკვირვებლო ორგანიზაციები – საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის“ განხორციელების არსს, მიზანსა და ამოცანას წარმოადგენს „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD):
• რეგიონალური კოორდინატორების, დამკვირვებელთა და მოხალისეთა ქსელის წევრთა, ასევე სათაო ოფისის თანამშრომელთა კვალიფიკაციების ამაღლება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
• საქართველოს 10 რეგიონში ორგანიზაციის წარმომადგენლობის გაძლიერება;
• რეგიონალურ მედია საშუალებებთან თანამშრომლობის გაღრმავება და ორგანიზაციის ცნობადობის გაუმჯობესება;
• ორგანიზაციის ძალიერი სადამკვირვებლო და მოხალისეთა ქსელის გაძლიერება – განვითარება.