ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმი

21სექტემბერს, სასტუმრო „შაინ“–ში ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმი გაფორმდა „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრსა“ და „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრსა“ შორის.

 

მემორანდუმის თანახმად „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრი“ პროექტის “დაკვირვება დემოკრატიისა და განვითარებისათვის” ფარგლებში, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ მანდატით განახორციელებს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქებში.

 

პროექტი ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მიერ კონსტიტუციის 42 მუხლთან თანამშრომლობითა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. 

 

 

21-09-2013