ვინ ვართ ჩვენ?

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, წარმომადგენლობითი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2008 წლის 26 თებერვალს. (ს.კ 205242539 / 2012 წლის 26 დეკემბრამდე – ააიპ "ახალგაზრდობა მომავლისათვის").
 

ორგანიზაციის პრინციპებია: კანონის პატივისცემა, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, სიზუსტე, გამჭვირვალეობა, თანასწორობა, თანამშრომლობა, პროფესიონალიზმი.

 

ორგანიზაციის მიზნები და მიმართულებებია: 
დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ადამიანთა უფლებათა დაცვა, არჩევნების მონიტორინგი, გენდერული თანასწორობა, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა, სამოქალაქო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, მობილობა, განათლება, ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა, მოქალაქეთა ინტერესთა ადვოკატირება, მათი ინფორმირებულობისა და ჩართულობის ხელშეწყობა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და პროცესებში.

ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს:
ქალები, ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები, უმცირესობათა წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონების მოსახლეობა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები / ორგანიზაციები და სხვა.