ორგანიზაციის წევრობა

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრს (CDD)  შეიძლება ჰყავდეს სრული, ასოცირებული და საპატიო წევრები.


ორგანიზაციის სრულ წევრს უფლება აქვს:

  • მონაწილეობდეს ორგანიზაციის საერთო კრების მუშაობაში;
  • აირჩიოს და არჩეულ იქნეს ორგანიზაციის მმართველობით ორგანოებში;
  • კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ორგანიზაციის პროგრამულ საქმიანობაში;
  • მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;
  • ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;


ორგანიზაციის ასოცირებულ წევრს უფლება აქვს:

  • კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ორგანიზაციის პროგრამულ საქმიანობაში;
  • მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ორგანიზაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგანა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ;
  • ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით;
  • ატაროს ორგანიზაციის ემბლემა.


ორგანიზაციის წევრი მოვალეა:

  • დაიცვას ორგანიზაციის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ  მიღებული გადაწყვეტილებები;
  • გაუფრთხილდეს ორგანიზაციის ღირსებას, ავტორიტეტსა და ქონებას;
  • შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ორგანიზაციის საქმიანობაში;
  • გადაიხადოს საწევრო შესატანი დადგენილი წესითა და ოდენობით.


ორგანიზაციის წევრს უფლებამოსილება უწყდება:

  • საკუთარი განცხადების საფუძველზე;
  • გამგეობისათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე საწევრო შენატანის ზედიზედ ერთი წლის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი ქმედუუნაროდ ცნობისას;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისას;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი გარდაცვლილად გამოცხადებისას;
  • გარდაცვალებისას.

 

საერთო კრების გადაწყვეტილებით ორგანიზაციის წევრი შეიძლება გაირიცხოს ორგანიზაციიდან, თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება ორგანიზაციის მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.