განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის წარმომადგენლებმა პროექტრის „ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში“ ფარგლებში საქართველოს 10 ქალაქში: რუსთავში, თელავში, ახალციხეში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და თბილისში, გამართეს მრგვალ მაგიდები ახალგაზრდებთან, რომელიც დაეთმო დისკუსიებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, აქტიური მოქალაქეობის, არჩევნების მნიშვნელობის, საკუთარი უფლებება – მოვალეობებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
პროექტის ფარგებში, მიმდინარეობს ფოტო, ვიდეო კლიპებისა და სლოგანების კონკურსები 26 წლამდე ახალგაზრდებისათვის. კონკურსების გამარჯვებულებს ელით საინტერესო პრიზები და სერთიფიკატები. მრგვალი მაგიდის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია აღნიშნული კონკურსების შესახებ.