19 სექტემბერს, კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზაში“ გაიმრათა განვითარებისა და დემოკრატიის ცენრის (CDD) საქმიანობის პრეზენტაცია და მიღებაზე.
აღნიშნულ ღონისძიებაზე საზეიმო ვითარებაში CDD –ს თავმჯდომარემ, გამგეობის წევრებმა, სათაო ოფისის წარმომადგენლებმა, რეგიონალურმა კოორდინატორებმა და გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა საჯაროდ ხელი მოაწერეს დამკვირვებლის ქცევის კოდექსს.
„დამკვირვებლის ქცევის კოდექსი“ სავალდებულოა „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) ყველა დამკვირვებლისთვის. აღნიშნული კოდექსის ნებისმიერი სერიოზული დარღვევა გამოიწვევს რიგ სანქციებს.
დამკვირვებლის ქცევის კოდექსი
„განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ (CDD) დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, წარმომადგენლობითი ორგანიზაციაა. ორგანიზაციის პრინციპებია: კანონის პატივისცემის დემონსწრირება, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, სიზუსტე, გამჭვირვალეობა და პროფესიონალიზმი.
„დამკვირვებლის ქცევის კოდექსი“ იმ მიზნით შემუშავდა, რათა უზრუნველყოს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ყველა წევრის მაღალი პროფესიონალური და პირადი სტანდარტების შესაბამისად მოქცევა, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლს შეესაბამება.
„დამკვირვებლის ქცევის კოდექსი“ სავალდებულოა „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) ყველა დამკვირვებლისთვის. აღნიშნული კოდექსის ნებისმიერი სერიოზული დარღვევა სადამკვირვებლო აკრედიტაციის გაუქმებას გამოიწვევს.
ქცევის კოდექსი „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) დამკვირვებლებისთვის:
• დამკვირვებლები ბოლომდე მიუკერძოებლები უნდა დარჩნენ თავიანთი ვალდებულებების შესრულებისას და არასოდეს უნდა გამოხატონ საჯაროდ რაიმე სახის მიკერძოებულობა ან დამოკიდებულება ადგილობრივი ხელისუფლების, პარტიების და კანდიდატების, ან თუნდაც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული რაიმე საკითხის მიმართ. მისიის მთელი პერიოდის განმავლობაში, სამუშაოდან თავისუფალი პირადი დროის ჩათვლით, თითოეული დამკვირვებლის ქცევა უნდა იყოს უზადო, ეფუძნებოდეს გონივრულ განსჯას და თითოეულმა დამკვირვებელმა პირადი კეთილგონიერების უმაღლესი ხარისხი უნდა აჩვენოს.
• თითოეულმა საარჩევნო დამკვირვებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ორგანიზაციას ნებისმიერი ფაქტორი, რასაც შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს ამ კონკრეტული დამკვირვებლის მისიაში მონაწილეობაზე. მაგალითად, დამკვირვებელმა ღიად უნდა განაცხადოს:
• ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ, რამაც შეიძლება გაართულოს მისიის შესრულება, ან მისიის განმავლობაში რისკის წინაშე დააყენოს დამკვირვებელი ან სხვა პიროვნებები
• დამკვირვებლის პირადი ისტორიიდან ნებისმიერი ფაქტი, რომლის გამოც ის დამკვირვებლის ფუნქციის შესრულებისთვის შეუფერებელია.
• ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მებისმიერი ფაქტი.
• დამკვირვებლებმა თავიანთი მოვალეობები ისე უნდა განახორციელონ, რომ ამით ხელი არავის შეუშალონ და არც საარჩევნო პროცესში ჩაერიონ. დამკვირვებლებმა შეიძლება შეკითხვები დაუსვან საარჩევნო ადმინისრაციის წევრებს და დარღვევების შესახებ საქმის კურსში ჩააყენონ ისინი, თუმცა, მათ მითითებები არ უნდა გასცენ. დამკვირვებელი არ უნდა შეეხოს არავითარ ოფიციალურ დოკუმენტაციას (ბიულეტენი, ოქმი, ბეჭედი და ა.შ), რაიმე კითხვის ან დოკუმენტის დათვალიერების აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია საარჩევნო ადმინისტრაციის წევრის დახმარებით აღნიშნულის განხორციელება.
• დამკვირვებლები თავიანთ მოვალეობას კენჭისყრის დღეს მთელი დღის განმავლობაში ასრულებენ, რაც მოიცავს არჩევნების დღის პროცედურებს სრულად, ხმების დათვლის პროცესისა და შეჯამების ეტაპის ჩათვლით.
• დამკვირვებლების ყველა დასკვნა თავიანთ პირად დაკვირვებას, ან ნათელ და დამაჯერებელ ფაქტებს თუ მტკიცებულებას უნდა ეფუძნებოდეს.
• თითოეული დამკვირვებელი ანგარიშვალდებულია ორგანიზაციის წინაშე და უნდა მოახსენოს ნებისმიერი ინციდენტის შესახებ, რომელიც შეიძლება აისახოს ორგანიზაციის მუშაობაზე.
• დამკვირვებლებმა არ უნდა გააკეთონ რაიმე კომენტარი მედიაში საარჩევნო პროცესის ან თავიანთი სადამკვირვებლო საქმიანობის არსის შესახებ და მედიისთვის მიცემული ნებისმიერი კომენტარი უნდა შემოიფარგლებოდეს ზოგადი ინფორმაციით სადამკვირვებლო მისიის და დამკვირვებლების როლის შესახებ.
• დამკვირვებლებმა თან უნდა ატარონ კანონით გათვალისწინებყლი საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია და საკუთარი ვინაობა უნდა გააცნონ ნებისმიერ უფლებამოსილ პირს – მოთხოვნის შემთხვევაში.
• თითოეული დამკვირვებელი მკაცრად უნდა დაემორჩილოს ყველა ინსტრუქციასა და ვალდებულებას, რომელიც დადგენილია: ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის წესებისა და ორგანიზაციის მიერ.
• საარჩევნო დამკვირვებელმა მონაწილეობა არ უნდა მიიღოს უკანონო ქმედებებში, რაიმე კერძო ქმედებების ჩათვლით, რომელსაც შეუძლია ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს მის, როგორც დამკვირვებლის, ფუნქციებთან.
• დამკვირვებლები რაიმე გაუმართლებელ ან შეუსაბამო რისკზე არ უნდა წავიდნენ. თითოეული დამკვირვებლის პირადი უსაფრთხოება ყველა სხვა საკითხზე მაღლა დგას.
• თითოეულმა დამკვირვებელმა ჰარმონიულად უნდა იმუშაოს სხვა როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებთან.