აქტიურ მოქალაქეთა სკოლის შემაჯამებელი კონფერენცია

ორგანიზაცია “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის” (CDD) მიერ „ესტონეთის ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან“ (EATA) პარტნიორობით 25 – 27 სექტემბრს, სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში“ გაიმართა პროექტ „აქტიურ მოქალაქეთა სკოლა II“ შემაჯამებელი კონფერენცია.  

 

პროექტი ხორციელდება  ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და მიზად ისახავს სამცხე – ჯავახეთის რეგიონიდან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას. 

 

პროექტის ფარგლებში, შერჩეულ მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემებზე: პროექტების მართვა, პრაქტიკული პროექტ-მენეჯმენტი, რისკებისა და ფინანსების მართვა. ყველაზე აქტიური მონაწილეები შემსწავლელი ვიზიტით იმყოფებოდნენ ესტონეთში.

 

30-09-2013