საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ტრენინგი CDD _ს წარმომადგენელთათვის

დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ სადამკვირვებლო მისიის ეფექტიანად და მაღალკვალიფიციურად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დაიწყო ფართომასშტაბიანი სასწავლო პროექტი ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებლებისათვის.

 

პროგრამის ფარგლებში მორიგი ტრენინგი გაიმართა განვითარებისა და დემოკრატიის ცეტრის ტრენერთათვის.  ტრენინგზე განხილულ იქნა საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა დამკვირვებლის როლი საარჩევნო პროცესში, დამკვირვებლის უფლებრივი მდგომარეობა, საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღეს.

 

პროექტს  ახორციელებს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი, საქართველოს ცენტრალური  საარჩევნო  კომისიის ეგიდითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით.

 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი მადლობას უხდის  საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრს მხარდაჭერისა  და თანამშრომლობისათვის. 

 

 

14-10-2013