16 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების – სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებთან. საქმიანობის უკეთ კოორდინაციის მიზნით, შეხვედრაზე მოხდა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ინფომრაციისა და სადამკვირვებლო მისიების საკონტაქტი მონაცემების გაცვლა.