23 ოქტომბერს, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სადამვირვებლო მისიის წევრები, აშშ -ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საარჩევნო გარემოს განვითარებისა ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების ინფორმირებისა და სააგიტაციო მასალის განთავსების წესების შესრულების საკითხების შესწავლის მიზნით ეწვივნენ # 8 და # 9 სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.
მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა შეამოწმეს ის საარჩევნო უბნები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არის განთავსებული და ის სააგიტაციო მასალები, რომლებიც საარჩევნო სუბიექტებმა მიაწოდეს შესაბამის ორგანოებს პატიმრების ინფორმირებისთვის. ასევე, რამდენად აქვს წვდომა აღნიშნულ ამომრჩეველს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან, რათა მათ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, სურვილის შემთხვევაში მოახდინონ საკუთარი ნების დაფიქსირება არჩევნების დღეს.
2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, სასჯელს იხდის ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის და მისჯილი აქვს 5 წელზე ნაკლები.