განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) კონტიტუციის 42-ე მუხლთან პარტნიორობითა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგს 200 კაციანი სადამკვირვებლო მისიით განახორციელებს.
დამკვირვებლები მონიტორინგს განახორციელებენ საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე დონეზე (ცესკო, ოლქი, უბნი) ქვეყნის 10 რეგიონსა და 73 საარჩევნო ოლქში. სადამკვირვებლო მისია განახორციელებს, როგორც უბნის გახსნამდე ჩასატარებელი, ასევე, კენჭისყრის მიმდინარეობისა და ხმის დათვლის პროცედურების დაკვირვებას. გარდა ამისა, სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდებიან საარჩევნო უბნებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლებებსა და მაღალმთიან რგიონებში.
სადამკვირვებლო მისიის პრინციპებია: კანონის პატივისცემის დემონსტრირება, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, სიზუსტე, გამჭვირვალეობა და პროფესიონალიზმი.
სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა: ქეთევან ჩაჩავამ და კონსტიტუციის 42 მუხლის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ გაბისონიამ კოალიციური სადამკვირვებლო მისიის გეგმებისა და მეთოდოლოგიის შესახებ მედია საშუალებებს მედიაცენტრში გააცნეს.