ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციით არჩევნების დღის პროცესმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში ჩაიარა და სადამკვირვებლო მისიის მიერ შეფასდა დადებითად.
კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული ერთეული დარღვევების უმეტესობა პროცედურული ხასიათისაა, მათ შორის: საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება, არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით პრობლემები, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ სპეც-უბნებზე მარკირების პროცედურის არაერთგვაროვანი განხორციელება, საგიტაცია საარჩევნო უბანზე, ბეჭედზე ნაკვეთურების ხარვეზი, ასევე დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული მასალის ხარვეზები.
აღსანიშნავია, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კვალიფიკაციის პრობლემები, რაც ჩვენი დაკვირვებით, აღნიშნულ დარღვევათა გამომწვევი ძირითადი მიზეზი. თუმცა საარჩევნო ადმინისტრაციის ზემდგომი ინსტანციების სწრაფი რეაგირება და აღნიშნულ დარღვევათა უმრავლესობის უმოკლეს დროში მოწესრიგების ეფექტური მცდელობა შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ.