განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) კონტიტუციის 42-ე მუხლთან პარტნიორობითა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის მონიტორინგი 200 კაციანი სადამკვირვებლო მისიით განახორციელა.
დამკვირვებლები მონიტორინგს ახორციელებდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე დონეზე (ცესკო, ოლქი, უბნი) ქვეყნის 10 რეგიონსა და 73 საარჩევნო ოლქში. სადამკვირვებლო მისიამ განახორციელა, როგორც უბნის გახსნამდე ჩასატარებელი, ასევე, კენჭისყრის მიმდინარეობისა და ხმის დათვლის პროცედურების დაკვირვება. გარდა ამისა, სადამკვირვებლო მისიის წევრები დააკვირდნენ საარჩევნო უბნებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლებებსა და მაღალმთიან რგიონებში.
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის წევრები აშშ -ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აშშ -ს კონგრესის წარმომადგენლებთან ერთად, არჩევნების დღეს – კენჭისყრის პროცესის დაკვირვების მიზნით ეწვივნენ # 8 და # 9 სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.
სადამკვირვებლო მისიის პრინციპებია: კანონის პატივისცემის დემონსტრირება, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, სიზუსტე, გამჭვირვალეობა და პროფესიონალიზმი.
იხილეთ სადამკვირვებლო მისიის არჩევნების დღის ამსახველი ფოტო ალბომი