გამოვლინდნენ „გადაწყვეტილება შენზეა“ კონკურსების გამარჯვებულები

გამოვლინდნენ „გადაწყვეტილება შენზეა“ კონკურსების გამარჯვებულები:

 

ფოტო, ვიდეო და სლოგანების კონკურსები „გადაწყვეტილება შენზეა!“ ჩატარდა პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება საარჩევნო პროცესებში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) მიერ, ევროპის საბჭოსთან  (CoE) თანამშრომლობითა და ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. თითოეული კონკურსის სამი გამარჯვებულიდან – ორი გამოვლინდა პროექტის Facebook გვერდზე  „LIKE”–ის რაოდენობის მიხედვით, ხოლო ერთი შერჩეულ იქნა სპეციალური ჟიურის მიერ. 

 

ფოტო კონკურსის  „გადაწყვეტილება შენზეა!“ გამარჯვებულები არიან: თამარ ანდღულაძე, ეკატერინე საჩიშვილი და ვახტანგ თაქთაქიძე. 

 

სლოგანების კონკურსის „გადაწყვეტილება შენზეა!“ გამარჯვებულები არიან: დავით ჯავახიშვილი, გიორგი ბეგაშვილი და ნატა პატარაია.

 

ვიდეო კლიპების კონკურსის „გადაწყვეტილება შენზეა!“ გამარჯვებულები ვიდეოების N 3, 4 და 5–ის ავტორები. 

 

ყველას გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!

 

 

 

11-11-2013