განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი საარჩევნო ბიულეტინებისა და შემაჯამებელი ოქმების ბეჭვდის პროცესს დააკვირდება.
21 ოქტომბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო, 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ბიულეტენები 10 სტამბაში იბეჭდება. 3,348,900 ბიულეტენის ბეჭდვის პროცესს, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდება.
ბიულეტენები ასევე იბეჭდება ეთნიკური უმცირესობების (სომხურ-ქართული, აზერბაიჯანულ-ქართული, ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური) ენებზე.
უსინათლო ამომრჩევლებისთვის იბეჭდება საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა, რომლის საშუალებითაც ამომრჩეველი დამოუკიდებლად მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას. ფორმის გამოყენებას შეძლებს, როგორც ბრაილის შრიფტის მცოდნე, ისე ის უსინათლო ამომრჩეველი, რომელიც ვერ კითხულობს ბრაილს. პროექტი საქართველოს მასშტაბით წელს პირველად ხორციელდება და ძალიან მისასამლებელია.