12 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა.
საბოლოო შედეგების მიხედვით: გიორგი მარგველაშვილმა ხმების 62, 12 % მოიპოვა, დავით ბაქრაძემ 21, 72 %, ნინო ბურჯანაძემ 10, 19 %, შალვა ნათელაშვილმა 2, 88 %, და გიორგი თარგამაძემ 1, 06 %, დანარჩენი პრეზიდენტობის კანდიდატების პროცენტულმა მაჩვენებელმა ვერ გადააჭარბა 1%-ს.
კანონმდებლობის მიხედვით ცესკოს, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 16 ნოემბრის ჩათვლით ჰქონდა თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების არც ერთი შემაჯამებელი ოქმი არ გასაჩივრდა და საარჩევნო დავა არ მიმდინარეობდა არც ერთ ინსტანციაში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონით განსაზღვულ ვადაზე 4 დღით ადრე შეძლო არჩევნების შედეგების შეჯამება.